ისტორიის წრე(შექმნის თარიღი, განაცხადის ფორმა, მისია და მიზნები




სსიპ ქალაქ დმანისის #3 საჯარო სკოლის
ისტორიის წრის პედაგოგს
ქალბატონ სოფიკო ადუაშვილს
ამავე სკოლის ____ კლასის მოსწავლის
___________________________________


მსურს გავხდე ისტორიის წრის ,,გააცოცხლე საქართველოს ისტორიისწევრი. გთხოვთ, მიმიღოთ.





.დმანისის N3 საჯარო სკოლა
ისტორიის წრე
,,გააცოცხლე საქართველოს ისტორია
წრის ხელმძღვანელი, ისტორიის მასწავლებელი: სოფიკო ადუაშვილი







2017-2018 სასწავლო წელი
პირველი სემესტრი



მიზნები და ამოცანები:
ახალგაზრდებში საქართველოს ისტორიისადმი ინტერესის გაღვივება და პოპულარიზაცია. მოსწავლეებს დაეხმაროს საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნის გაღრმავებაში.
მოსწავლეები გაეცნონ ქართულ, ისტორიულ, კულტურულ ძეგლებს. ასევე, საქართველოს ისტორიულ თემაზე შექმნილ ლიტერატურას და კინო ფილმებს.
მოსწავლეების დაახლოება შემოქმედებით აქტივობაში ჩართვის გზით. საკუთარი აზრის ჩამოყალიბება, საპირისპრო აზრის მოსმენისა და მიღების უნარი.
გააცნობიერონ რელიგიურ-კულტურული მრავალფეროვნება.
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა: 2017-2018 სასწავლო წელი(პირველი სემესტრი), კვირაში 1 საათი (სამშაბათს:14:10)
წრე შედგება 7 მოსწავლისგან.
დღესდღეობით მოძალებული ვირტუალური გარემო მოსწავლეებს საშვალებას არ აძლევს ეზიარონ ქართულ ისტორიულ ღირებულებს. ეს წრე კი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს დროებით მოწყდნენ ამ სივრცეს, გაკვეთილზე მიღებული ცოდნა განიმტკიცონ და სიღრმისეულად ჩასწვდნენ ქართულ ღირებულებებს.
სწავლა სწავლების მეთოდები:
-პრეზენტაცია
-ისტორიული ფილმის ჩვენება და განხილვა
-ისტორიული ლიტერატურის წაკითხვა და განხილვა
-დისკუსია
-ინფორმაციის მოძიება  და დახარისხება
-ისტორიული პლაკატების შექმნა.
ეროვნული სასწავლო გეგმა:
 წრე განახორციელებს საქმიანობას,რომელიც გამომდინარეობს ..-დან, მოსწავლეებს  გამოუმუშავოს ინფორმაციის დაუფლების უნარჩვევები, ასევე განუვითაროს ისტორიის სპეციფიკური (ისტორიული ინტერპრეტაცია,პოზიციის შემუშავება,კრიტიკა და დაცვა) და ზოგადი უნარჩვევები(პრობლემის გააზრება და კავშირების დადგენა,ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება,კომუნიკაცია,სწავლის უნარი,თანამშრომლობის უნარი).
ოქტომბერი
-         3.10.2017 - ,,რაზე, რითი და როგორ?“. (ილუსტრაციის განხილვა,წაკითხულის გააზრება)
-         10.10.2017 - ,,ოქრომრავალი კოლხეთი“. (ილუსტრაციის განხილვა, წაკითხულის გააზრება).
-         17.10.2017 - საქართველოში რელიგიური თანაარსებობა. (პლაკატი)
-         24.10.2017 - საქართველოს პოლიტიკური არჩევანი მეექვსე საუკუნეში. (დისკუსია)
-         31.10.2017 - რამდენად მისაღებია ქვეყნისთვის თუნდაც არასახარბიელო შეთანხმება-,,დაცვის სიგელი“(სიტუაციური თამაში)
ნოემბერი
-         7.11.2017 - საქართველოს დაკარგული ტერიტორია:
,,ტაო-კლარჯეთი“ (პლაკატი და ფილმის ჩვენება)
-         14.11.2017 - ვინ არის გრიგოლ ბაკურიანის ძე? (წაკითხულის გააზრება)
-         21.11.2017 - მეფე ბაგრატ მესამე და საქართველოს ეკლესია (ვიდეო რგოლის ჩვენება და განხილვა)
-         28.11.2017 - დავით აღმაშენებელი (ფილმის ჩვენება და განხილვა)

დეკემბერი
-         5.12.2017 - ორბელთა შეთქმულება - ბრძოლა ძალაუფლებისათვის (დისკუსია).
-         12.12.2017 - ,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ (მოსწავლეების მიერ გაცოცხლებული პერსონაჟები და პლაკატის შექმნა მეფე თამარის შესახებ).
-         19.12.2017 - ცოტნე დადიანი (ფილმის ჩვენება და განხილვა)
-         26.12.2017 - წრის საქმიანობის შეჯამება.

გამოყენებული რესურსი:
2.     სოფიკო ადუაშვილის ისტორიის კაბინეტი
5.     საქართველოს ისტორია, ნოდარ ასათიანი, მარიამ ლორთქიფანიძე.. გამომცემლობა-ბაკურ სულაკაური.2012 წელი.
6.     საქართველო და ქართველები, . აბაშიძე
9.https://www.youtube.com/watch?v=sv_NFqWLSYo 





Comments

Popular posts from this blog

ისტორიის წრე-12.12.2017 - ,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ (მოსწავლეების მიერ გაცოცხლებული პერსონაჟები და პლაკატის შექმნა მეფე თამარის შესახებ)

08.06.2018 ისტორიის წრე

ისტორიის წრე-28.11.2017 - დავით აღმაშენებელი (ფილმის ჩვენება და განხილვა)