2017-2018 წლის ოლიმპიადა


მონაწილე, რომელიც გავლენ  ოლიმპიადაზე:
1.      გიორგი ვიბლიანი
2.      გიგა ანსიანი
3.      გიორგი ჩარკვიანი
(ოლიმპიადაში შესაძლოა მონაწილეობის სურვილი გამოთქვან სხვა მოსწავლეებმა).
მასწავლებელი: სოფიკო ადუაშვილი
მეცადინეობა შედგება კვირაში 3-ჯერ.
Ø  საქმიანობის ტიპი, მიზანი და მისი მიღწევის გზები.
ოლიმპიადაში მონაწილეობა მოსწავლეებს საშვალებას მისცემს გამოავლინონ ისტორიის საგნის ცოდნის დონე და დროულად აღმოფხვრან საგნის ცოდნის მიმართულებით არსებული ხარვეზები. ოლიმპიადაში მონაწილეობა მოსწავლეებს მისცემს საშვალებას გაერკვნენ თავიანთი ცოდნის შესაძლებლობაში და მეტად მომზადებულნი შეხვდნენ სასკოლო საატესტატო გამოცდებსა თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი სასწავლო პროგრამა იქნება სამივე ტურში ერთიდაიგივე თემებზე დაყრდნობით, ყოველი ტურისთვის უფრო სიღრმისეულად ეცოდინება ესა თუ ის თემა. პირველი, მეორე და მესამე ტურისთვის მზადებაში განსხვავება იქნება შემდეგი, პირველ ტურში მომზადების ძირითადი დრო დაეთმობა თემატურ სწავლებას. ხოლო მეორე და მესამე ტური დატვირთული იქნება შემდეგი სახის დავალებებით:
      -ტესტებზე მუშაობა
- მსჯელობა
      - ქრონოლოგიურად დალაგება ამა თუ იმ ისტორიული მოვლენების
      - შესაბამისობის დადგენა პორტრეტებსა და ისტორიულ პირებს შორის
      - შესაბამისობის დადგენა ისტორიულ ფილმსა და სახელმწიფოს შორის
      - ისტორიულ ფოტოებზე დაკვირვება და მისი განხილვა
- ისტორიული რუქების განხილვა.


Ø  პროგრამა
-პრეისტორიული ეპოქა: მოსწავლე გაანალიზებს უძველესი ადამიანის განვითარების პროცესს და შედეგს. პირველყოფილი საზოგადოების მეურნეობის დარგებსა და მმართველობის ფორმებს.
-ძველი აღმოსავლეთი და საქართველო:იმსჯელებს ძველ აღმოსავლურ სახელმწიფოებზე, მათი მმართველობის ფორმებზე, სამდინარო ცივილიზაციების წარმოშობის მიზეზებზე და განვითარებაზე, რუქების საშვალებით.
აგრეთვე დიაოხისა და კოლხის წარმოშობა, განვითარება, განადგურება. განადგურების გამომწვევი მიზეზები, რუქის საშვალებით.
-ძველი საბერძნეთი, ძველი რომი და საქართველო: გაანალიზოს ძველ საბერძნეთში მმართველობის ფორმები, რომლებიც საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქებში დამყარდა, ბერძნული კოლონიზაციის მიზეზებზე და მისი შედეგებზე მთელი მახლობელი აღმოსავლეთისათვის, მათ შორის საქართველოშიც. რუქის საშვალებით მსჯელობს იმ საშინაო და საგარეო ფაქტორებზე საქართველოში, რომლებიც ხელს უწყობდნენ ან უშლიდნენ საშინაო და საგარეო ვაჭრობის განვითარებას. მსჯელობს ქართული ფულის ისტორიაზე. აგრეთვე წერს თემას ურთიერთობა ბერძნულ სამყაროსთან ელინისტურ ხანაში. გაანალიზოს რომის სახელმწიფოს ჩამოყალიბების განვითარებისა და დაცემის პროცესი, შეადაროს მმართველობის სხვადასხვა ფორმები, რომლებიც რომის სახელმწიფოში იყო დამყარებული. მოსწავლე რომის საგარეო, აგრესიულ პოლიტიკაზე დაკვირვებით შეაფასებს იმპერიის ჩამოყალიბების პროცესს, რომის საზღვრებში ბარბაროსული ტომების შემოსვლასა და ევროპაში ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
-მსოფლიო და საქართველო III-X საუკუნეებში: აჯგუფებს საქართველოში ქრიასტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ხელშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებს. აანალიზებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობას, ქართული სახელმწიფოს საგარეო ორიენტაციის განსაზღვრაში. შეისწავლის მახლობელ აღმოსავლეთში ბიზანტიისა და ირანს შორის დაპირისპირების მიზეზებს, ამ დაპირისპირების შედეგად წარმოებული ომების საბაბებს და ამ პოლიტიკის შედეგს საქართველოსთვის. გაანალიზებს ქრისტიანულ ეკლესიაში ხატმებრძოლეობის არსს და პროცესს, ბიზანტია- საქართველოს პოლიტიკურ და რელიგიურ ურთიერთობებს ადრეულ შუა საუკუნეებში გაეცნობა ახალ მსოფლიო რელიგიას ისლამს, მისი შექმნის პროცესს, არაბთა სახალიფოს შექმნას და დაპყრობით ომებს, არაბულ ქართულ ურთიერთობებს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ჭრილში, იმსჯელებს ევროპაში ახალი იმპერიის ჩამოყალიბების და მისი დაშლის მიზეზებზე, აგრეთვე შეისწავლის ამ დროის ჩამოყალიბებულ სოციალურ ფენებზე სოფლად და ქალაქებში.
-მსოფლიო და საქართველო X-XV საუკუნეებში: მოსწავლე, ანალიზს გააკეთებს ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესზე, შეისწავლის თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს შექმნას და საქართველოსთან მათ დამოკიდებულებას. შეაფასებს  დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, საქართველოს მდგომარეობას მახლობელ აღმოსავლეთში მისი მემკვიდრეების და თამარის დროს. გაეცნბა ჯვაროსნულ ლაშქრობებს, გაანალიზებს თვითოიეულ ამ ლაშქრობის მიზეზებს და შედეგებს, ამ ლაშქრობების კავშირს საქართველოსთან. იმსჯელებს აღმოსავლეთში გამოჩენილ ახალ დამპყრობელზე მონღოლებზე, მათ მეურნეობასა და განვითარებაზე, მათ დაპყრობით ომებზე და ურთიერთობაზე საქართველოსთან.
-მსოფლიო და საქართველო XV-XVII საუკუნეებში: მოსწავლე შეაფასებს ბიზანტიის იმპერიის დაცემის მნიშვნელობას, ევროპასა და საქართველოსთვის, ამ იმპერიის აღდგენის ცდების არაადეკვატურობას, საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის მიზეზებს, იმსჯელებს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ევროპაში დაწყებულ ახალი გზების ძიების მცდელობებზე და მის შედეგებზე. ისაუბრებს ევროპაში განათლების განვითარების პროცესზე, უნივერსიტეტების ჩამოყალიბებასა და აქ მოღვაწე მოაზროვნეების საქმიანობაზე, ჰუმანიზმის ჩამოყალიბებასა და წოდებრივ-წარმომადგენლობითი პრგანოების შექმნაზე. იმსჯელებს რეფორმაციის მნიშვნელობაზე, პროტესტანიზმის არსზე, მისი აღმოცენების მიზეზებზე,მარტინ ლუთერის და ჟან კალვინის მოძღვრებებზე. გაეცნობა ოსმალეთისა და სეფიანთა სპარსეთის დაპირისპირების მიზეზებს ქართულ სამეფო-სამთავროებთან მათ ურთიერთობებს, მათი დაპირისპირებების შედეგად საქართველოს ორად დანაწილების შედეგებს.  
-მსოფლიო და საქართველო XVIII საუკუნეში: იმსჯელებს დემოკრატიულ რევოლუციებსა და ამ რევოლუციების შედეგად ჩამოყალიბებულ თავისუფალ საზოგადოებებზე. საფრანგეთის რევოლუციის მიზეზებზე მის მიმდინარეობაზე, პირველი რესპუბლიკის დამყარებასა და დაპირისპირებაზე, ევროპულ მონარქიულ სახელმწიფოებთან, აშშ შექმნის მიზეზებზე და შედეგებზე.შეიწავლის რუსეთ საქართველოს ურთიერთობების დინამიკას, საქართველოს საგარეო ორიენტაციის საკითხს.
-ნაპოლეონის ეპოქა და ვენის კონგრესი: მოსწავლემ გთაანალიზოს ნაპოლეონის იმპერიის გავლენა ევროპის ქვეყნების შემდგომ განვითარებაზე, შეაფასოს ვენის კონგრესის მნიშვნელობა, მსოფლიოს შემდგომი განვითარებისათვის, გააცნობიეროს, რომ ამ სისტემამ დანერგა ევროპაში წონასწორობისა და ბალანსის შენარჩუნება. სადაო საკითხების მშვიდობიანად გადაწყვეტა.
-საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში: შეისწავლის საქართველოში რუსული მმართველობის დამყარების პირველ წლებს, აჯანყებებს ცარიზმის წანააღმდეგ, მის განვითარებას-კოლონიური პოლიტიკის ცვალებადობას, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ეტაპებს, რუსეთის იმპერიაში მათ შორის საქართველოში საგლეხო, სასამართლო რეფორმების განხორციელების მიმდინარეობას და შედეგებს. რუსეთ-ოსმალეთის ომებს და შედეგებს როგორც მათთვის ასევე საქართველოს მიმართ.
-რევოლუციები, სამოქალაქო ომები და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობები XIX ს-სა და XX ს-ის დასაწყისში: მოსწავლე გაანალიზებს თერგდალეულების მოღვაწეობას, ამ მოღვაწეობის შედეგებს ,,დასების“ და პარტიების წარმოშობის მიზეზებს.
დაინახავს მოსწავლე რომ ვენის კონგრესის გადანაწილებამ ევროპაში დაძაბულობის მრავალი კერა შექმნა, რაც მალე რევოლუციებში გადაიზარდა.  გაიგოს და გაანალიზოს XIX ს-ის მეორე ნახევარში მსოფლიოში მიმდინარე ძირითადი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროსცესები. დაპირისპირება ევროპის დიდ სახელმწიფოებს შორის და ამ დაპირისპირებების მიზეზები.
-პირველი მსოფლიო ომი და პარიზის სამშვიდობო კონფერენცია: გაიაზრებს პირველი მსოფლიო ომის მიზეზებს, შეისწავლის მისი მიმდინარეობების ეტაპებს, ამ ომში საქართველოს წვლილს, მის ბოლო ეტაპს, გაანალიზებს ომის შედეგებს და მსოფლიოში მომხდარ ტერიტორიულ ცვლილებებს.შეისწავლის ერთა ლიგის შექმნას და მისი მნიშვნელობას.  შეისწავლოს რუსეთში 1917 განვითარებული მოვლენები, გაანალიზოს დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის შექმნის მიზეზებს ამ სახელმწიფოს მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბების პროცესს, ურთიერთობას მეზობელ და ევროპის სახელმწიფოებთან, დამოუკიდებლობის დაკარგვის შედეგებს.
-საქართველო და მსოფლიო პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში: მოსწავლე გაიაზრებს, სსრკ-ს, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების მაგალითზე ტოტალიტარიზმის არსს. შეადარებს ამ სახელმწიფოების მმართველობით სტრუქტურებს, მათ საშინაო და საგარეო პოლიტიკას.  გაეცნობა დიდი დეპრესიების მიზეზებს და დაშოშმინების პოლიტიკას.
-მეორე მსოფლიო ომი: მოსწავლე შეისწავლის და შეაფასებს მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზებს და მის შედეგებს, როგორც მსოფლიო ასევე საქართველოსათვის. შემდეგი თემების მიხედვით: მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, გერმანიის თავდასხმა პოლონეთზე, სსრკ-ს მიერ ბალტიის რესპუბლიკებისა და დასავლეთ უკრაინის ოკუპაცია, სსრკ-სა და ფინეთის ომი, უცნაური ომი, გერმანიის თავდასხმა სსრკ-ზე და სამხედრო ოპერაციები გერმანია-სსრკ-ს ფრონტზე, ქართველები მეორე მსოფლიო ომში, იაპონიის თავდასხმა პერლ-ჰარბორზე ოპერაცია ,,ოვერლორდი“ თეირანის, იალტისა დაპოტსდამის კონფერენციები. გერმანიისა და იაპონიის კაპიტულაცია.
-საქართველო და მსოფლიო ,,ცივი ომის“ ეპოქაში: ამ თავში, შეისწავლის მსოფლიოს ორ ბანაკად გაყოფის მიზეზებს, ცივი ომის საწყის ეტაპზე ამ ორი ბანაკის დაპირისპირების ძირითად კერებს და გაანალიზებს ამ კერების არსებობობის გამომწვევ ფაქტორებს. გაეცნობა ცივი ომის პერიოდში წარმოქმნილ კრიზისებს ,, კორეის, კუბის, ვიეტნამის, ავღანეთის“ და შეაფასებს დიდი სახელმწიფოების როლს ამ კრიზისების წარმოქმნისა და დაძლევის საქმეში. გაეცნობა nato-სა და ,,ვარშავის ხელშეკრულების“ ბლოკის შექმნას.  ანტისაბჭოთა გამოსვლები 1956 წელს უნგრეთსა და 1968 წელს ჩხოსლოვაკიაში. ასევე შეისწავლის, 1956 წლის 9 მარტსა და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს საქართველოში. იმსჯელებს საერთაშორისო ორგანიზაციის როლზე, კერძოდ ჰელსინკის შეთანხმებაზე.
-აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანკისა და სსრკ-ის დაშლა; საქართველო XX საუკუნის მიწურულს: გაანალიზებს, საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის დაშლის გარდაუვალობას, მის მიმდინარეობას და შედეგებს. ამ პროცესის მიმდინარეობა საქართველოში და დამოუკიდებელი საქართველოს შექმნისა და განვითარების ძირითად ტენდენციებს.


Comments

Popular posts from this blog

ისტორიის წრე-12.12.2017 - ,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ (მოსწავლეების მიერ გაცოცხლებული პერსონაჟები და პლაკატის შექმნა მეფე თამარის შესახებ)

08.06.2018 ისტორიის წრე

ისტორიის წრე-28.11.2017 - დავით აღმაშენებელი (ფილმის ჩვენება და განხილვა)